Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება ფაკულტეტზე „მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების“ განხორციელების შესახებ ვბრძანებ:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2023 წლის ბიუჯეტის მუხლი - 2.2-ის საფუძველზე ვბრძანებ:

1. ჩატარდეს „მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების“ კონკურსი;

2.„მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების“ განსახორციელებლად ფაკულტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოს 50 000 ლარი;

3. კონკურსის პირობები:

3.1. პროექტის თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს ფაკულტეტის  ძირითად  სასწავლო მიმართულებებს;

3.2. პროექტში მონაწილეობა შეუძლია  მხოლოდ ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტს;

3.3. სავალდებულოა პროექტში სხვადასხვა საგანმანათლებლო საფეხურის არანაკლებ 3 აქტიური სტატუსისა და არანაკლებ 3,0 GPA-ს მქონე სტუდენტის ჩართვა. ბაკალავრიატის სტუდენტს დაგროვებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 90 კრედიტი;

3.4. პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 13 000 ლარს;

4. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საპროექტო წინადადება უნდა წარმოადგინონ თანდართული მოთხოვნის მიხედვით (იხ. დანართი და შესავსები ბიუჯეტის ფორმა; 

5. საკონკურსო პროექტების ბმულზე ატვირთვის ბოლო ვადა:  2023 წლის 2 მარტი, 13:00 სთ;

6. გამარჯვებული პროექტები გამოცხადდეს 2023 წლის 15 მარტამდე.

7. პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 8 თვე (2023 წლის 1 აპრილიდან - 30 ნოემბრამდე);

8. პროექტის   მონაწილეთა ანაზღაურება განხორციელდეს ეტაპობრივად, პროექტის ხელმძღვანელის მიერ პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს წარდგენის შემდგომ;

9. დაფინანსებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის მართვას ახორციელებს პროექტის ხელმძღვანელი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია  საბიუჯეტო თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე;

10. პროექტის დასრულებიდან 12 თვის განმავლობაში პროექტის ხელმძღვანელმა უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალში სამეცნიერო პუბლიკაციის წარდგენა;

11. პროექტების შერჩევას, გამარჯვებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მიმდინარეობისა და შედეგების მონიტორინგს ახორციელებს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

1. სალომე დუნდუა - კომისიის   თავმჯდომარე,   ასოცირებული    პროფესორი, ფაკულტეტის დეკანი.

2. მედეა ბადაშვილი -  კომისიის მდივანი,  ასოცირებული პროფესორი, ინტერდისციპლინური მიმართულება;

3. თამარ დოლბაია - პროფესორი, დეკანის მრჩეველი

4.ზურაბ დავითაშვილი -  პროფესორი,   საერთაშორისო  ურთიერთობების მიმართულება;

5. ნათია ფარცხალაძე - ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება;

6.  ნანული ტალახაძე- ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკის მიმართულება;

7.   თეა ვახანია -  ფაკულტეტის ფინანსური კონსულტანტი.

12.  სამეცნიერო - კვლევითი პროექტები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

საკვლევი თემის აქტუალურობა და აკადემიური ლიტერატურის მიმოხილვა -20 %

სამეცნიერო-კვლევითი  პროექტის სამეცნიერო ღირებულება,  ინოვაციურობა და გავრცელება- 20 %

კვლევის მეთოდოლოგია - 20 %

ბიუჯეტი-20%

აქტივობები,  მათი  განმახორციელებელი  პერსონალის კომპეტენციის გათვალისწინებით - 20%

13. ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება;

14. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.